בס"ד
ლეყილუი ნიშმათ შალომ ბენ ბინიამინ ჰანოლად მინ ესთერ
ჭეშმარიტ სიკეთეს არ მივყავართ ანგარებამდე:
„მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის დრო, და უხმო მან თავის შვილს იოსეფს, და უთხრა მას: თუ ვპოვე კეთილშობილება შენს თვალში, დამადე ხელი ბარძაყის ქვემოთ, და მომექეცი სიკეთით და ერთგულებით, ნუ დამასაფლავებ ეგვიპტეში “(ბერეშითი 47:29)
რაში უკეთებს კომენტარს: ის ვინც აკეთებს მადლს გარდაცვლილისთვის აკეთებს ჭეშმარიტ ქველმოქმედებას, მას ხომ არ შეუძლია მიიღოს გარდაცვლილისაგან კომპენსაცია, ხოლო თუ ადამიანი ელის მიიღოს რაიმე თავისი კარგი საქციელისგან ეს ანგარებაა, გარიგება, და აქ არ შეიძლება ლაპარაკი იყოს ჭეშმარიტ სიკეთეზე.
ბავშვები იშვიათად აფასებენ იმას, რასაც მათთვის მშობლები აკეთებენ ( სანამ მათ საკუთარი შვილები არ ეყოლებათ) ამიტომ პატარა ბავშვებზე ზრუნვა ჭეშმარიტი სიკეთეა. თუ დედას ესმის, რომ მისი შრომა - მიცვის შესრულებაა, და ყველაფერს აკეთებს ოჯახისა და ბავშვების სიყვარულის გამო, მაშინ ამ ყველაფრის შესრულებით იგი უთუოდ ბედნიერი იქნება (რაბი ხაიმ პ.შაინბერგ, როშ იეშივა „თორათ ორ“)
როცა რაბი მოშე კობრინიდან შვიდი წლის იყო, ლიტვაში იყო შიმშილობა და ღარიბები სოფლიდან სოფელში დადიოდნენ ლუკმაპურის საშოვნელად. ბევრი მათგანი რაბი მოშეს დედის სახლში მიდიოდა და ის ყოველთვის სიხარულით ამზადებდა საჭმელს. ერთხალ მასთან ერთდროულად ბევრი ღარიბი მივიდა და ის მაშინვე მზადებას შეუდგა , რამოდენიმე მათგანმა თავისი მოუთმენლობის გამოხატვა დაიწყო და გაანაწყენეს, მან ტირილი დაიწყო, რადგან ისედაც ყველაფერს აკეთებდა მათთვის რაც შეეძლო. მაშინ მისმა შვილმა, მომავალმა რაბიმ კობრინიდან თქვა: რატომ ბრაზდები, ისინი ხომ ამით გეხმარებიან შეასრულო ეს მიცვა უანგაროდ, თუ ისინი შეგაქებდნენ შენი დამსახურება ბევრად მცირე იქნებოდა, მაშინ ხომ შენ სიკეთეს გააკეთებდი იმისთვის რომ მათი მადლიერება დაგემსახურებინა და არა იმიტომ რომ შეგესრულებინა ჰაშემის ნება. (ორ იეშარიმ)
რაბი შიმშონ რაფაელ გირში ასე ხსნის კავშირს სიმართლესა და სიკეთეს შორის და კონცეფიას „ხესედ შელ ემეთ“ (ჭეშმარიტი სიკეთე) : „ადამიანები ხშირად აკეთებენ სიკეთეს ემოციების ზეგავლენით, არ უფიქრდებიან არის ეს მართლა თუ არა სიკეთე.“ მაგალითად აბრაჰამს ძლიერ სურდა , რომ მისი შვილი დაქორწინებულიყო, მაგრამ თუ ის თავის სურვილს თავისუფლებას მისცემდა და მიუხედავად იმისა , რომ ახლომახლო ვერ მოძებნა ღირსეული საცოლე მაინც დააქორწინებდა ნებისმიერზე, ეს იქნებოდა სიკეთე , მაგრამ არა ჭეშმარიტი სიკეთე. იაყაკოვმა იცოდა, რომ იოსეფი მას მთელი დიდებიდ დაასაფლავებდა , მაგრამ მას უთხრა : „ყველა მადლთან ერთად“ არ დაივიწყო სიმართლე“ - იაყაკოვმა ხაზი გაუსვა თავის თხოვნას, რომ ის არა დაეკრძალათ ეგვიპტეში. ამ თხოვნით მან დაამტკიცა , რომ ებრაელი ერის სამშობლო - ერეც ისრაელია, მიუხედავად იმისა , რომ ის და მისი შთამომავლები უკვე 17 წელი ცხოვრობდნენ ეგვიპტეში.
„და დაიხარა ისრაელი საწოლის თავის მხარეს“(ბერეშითი 47:31)
იაყაკოვმა მიმართა შეხინას(რაში), აქედან იძახიან ხახმები, რომ ავადმყოფის საწოლის თავთან არის შეხინა.
ერთხელ ხევრონის მცხორებლებმა დაინახეს, რომ მათი რაბი-ხიზკიაუ მედინი, შუადღეს მძიმე სიცხეში მიდის ქუჩაში და ჰკითხეს-რაბი სად მიდიხარ ამ სიცხეში-?
უპასუხა რაბიმ: ვასრულებ მიცვას ავადმყოფების მონახულებისა-მივდივარ ამა და ამ ადამიანთან.
უთხრეს რაბი ეგ ადამიანი ხომ არღვევს ჩვენს წესებს, უპასუხა რაბიმ: ყველაზე ცოდვილი ისრაელი ისეა დახუნძლული მიცვებით, როგორც ბროწეული.
წავიდნენ ყველა ეს ხალხიც რაბთან ერთად, დაინახა ავადმყოფმა ამდენი სტუმარი, მოიკრიფა ძალები და რაბის საპატივსაცემოდ წამოჯდა ლოგინში, ცოტა ხანში გამოჯანმრთელდა, გააკეთა თეშუბა და აღარ შეუცოდია.
„და იქნება წითელი თვალები მისი ღვინისაგან, და იქნება მისი კბილები თეთრი რძისაგან“(ბერეშითი 49:12)
სიკვდილის წინ იაყაკოვმა აკურთხა იეჰუდას მუხლი იმით,რომ იქნება მის მიწებზე ვენახები გამორჩეული ღვინის სიუხვით , ხოლო მისი ცხვრები რძით (რაში)
თალმუდში „ქთუვოთ“ მოცემულია სხვაგვარი განმარტება „ჯობია ახლობელს აჩვენო ღიმილით კბილები ვიდრე ასვა რძე“. რძე აძლევს ენერგიას ადამიანს, და მაინც ვინც უღიმის ახლობელს, აძლევს მას უფრო მეტს, ღიმილი ავსებს ასევე ადამიანის გონებას და მის სხეულს აძლევს ენერგიას ყველა სიკეთის გასაკეთებლად, და მიზნების განსახორციელებლად. (რაბი ავიგდორ მილერი )
რაბი ისრაელ სალანტერი აფრთხილებდა, რომ „ასერეთ იემეი თშუვა“-ის დროს (მონანიების ათი დღე-როშაშანიდან იომ ქიფურამდე) ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ გაუკეთოს სხვებს მხოლოდ სასიამოვნო. არ უნდა დავივიწყოთ , რომ მივეგებოთ ადამიანებს ღიმილით და ვისაუბროთ მათთან მეგობრულად .
და დაუბარა მან მათ და უთხრა: მე უერთდები ჩემს ხალხს; დამაპატიოსნეთ მე ჩემს მამებთან(49:29)
იაყაკოვმა გარდაცვალების წინ სთხოვა შვილებს, რომ ის დაეკრძალათ ერეც ისრაელში.
ასევე რამბამმაც სთხოვა, რომ ის დაეპატიოსნებინათ ტივერიაში თავისი მამის საფლავის გვერდზე. რამბამი აბძანდა 4964(1204) წლის 20 ტევეტს ეგვიპტეში, არაბებიც და ისრაელებიც ტიროდნენ სამი დღის განმავლობაში, შემდეგ შედგა დიდი ქარავანი და სინაის უდაბნოს გავლით გადაჰყავდათ ერეც ისრაელში, გზა იყო ძალიან რთული და სახიფათო, ხშირად ქარბუქის გამო უწევდათ გაჩერება, ხოლო ერთხელ მათ თავს დაეხსნენ მძარცველები, ქარავანი დაიფანტა, მათ შერჩათ აქლემები და კუბო. გადაწყვიტეს მძარცველებმა აქლემები მაინც წაეყვანათ, მაგრამ ვერც ორმა, ვერც ოთხმა და ვერც სუყველამ ვერ დაძრეს კუბო ადგილიდან, მიხვდნენ რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე, დაუძახეს გაქცეულ ხალხს და თვითონ მიაცილეს უდაბნოს ბოლმდე, რომ არავის არაფერი არ ევნო.
რამბამი დაპატიოსნებული იქნა ანდეძისამებრ ქალაქ ხევრონში, ეს ადგილი დღესაც ცნობილია და ბევრი ისრაელი მიდის მის საფლავთან სალოცველად.
ბეით რახელის ხახამი აჰარონ მდინარაძე
სტუდენტი ესთერ ანტოშვილი
Admin: აჰარონ ჯანაშვილი
No comments:
Post a Comment