გვერდები

Wednesday, July 14, 2010

მშვიდობა ოჯახში ანუ რამოდენიმე წესი როგორ მოვექცეთ მეუღლეს (ცოლს)

წინამდებარე ნაშრომში ჩვენ ვისაუბრებთ ოჯახურ ურთიერთობებზე, რომელიც განკუთვნილია, როგორც დაოჯახებულ, ისე დასაოჯახებელ მამაკაცებისათვის, ნაშრომში მხოლოდ ციტირებულია პირველწყაროები, რასაც გვეუბნება თალმუდი და შეძლებისდაგვარად დამატებულია კომენტარები.
დასაწყისისათვის მოყვანილია ოცდაორი ციტატა, ეს ციფრი აღებულია იმიტომ, რომ ოცდაორი ასოსგან არის ჩვენი ალფავიტი, რომლიდანაც მთელი მსოფლიო შეიქმნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოს მოკლე ექსკურსი იმ კანონებისა თუ ქცევებისა, რომელიც ჩვენმა დიდებულმა წინა თაობებმა დაგვიტოვეს. აღსანიშნავია ის, რომ პირველი ორი ციტატა ეხება ქალს საერთოდ, მის არსს რაობას, შემდეგი ხუთი ციტატა ეხება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას, ხოლო დანარჩენი ეხება მამაკაცის მოქცევას სახლში.
1. ქალს მიეცა უფრო მეტი გაგება-აღქმა (ბინა) ვიდრე კაცს, იმიტომაცაა, რომ 12 წლის ქალი ითვლება დიდად, ხოლო კაცი 13 წლის.
2. ქალი არის ცალკე ეროვნება-რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ასეა. ახსნა იხ. ქვემოთ.
ზემოაღნიშნული ციტატები აღებულია ტრაქტატებიდან „ნიდა“ და შაბათ“
შემდეგი ხუთი:
1. თუ ადამიანი იმსახურებს ქალი მისი დამხმარეა, ხოლო თუ არა მოწინააღმდეგე (ტრ. ივამოტ)
2. საკმარისია, რომ ჩვენი მეუღლეები გვიზრდიან შვილებს და გვეხმარებიან არ ჩავიდინოთ ცოდვა. (ივამოტ)
3. ვისაც კარგი ცოლი ჰყავს, თითქოს მთელი ცხოვრება მხიარულობს, მას ყველა დღე კარგი აქვს, ვისაც არა იტანჯება (ბავა ბატრა)
4. როდესაც კაცი დაქორწინდა მას ეკითხებიან შენ იპოვე ცოლი თუ პოულობ მას. შენ იპოვე კარგი ცოლი თუ პოულობ ცუდს. (ბრახოთ)
5. ყველა ქალი ეუბნება ქმარს გამცილდი, ეს ფრაზა არ ნიშნავს ჩხუბს სიძულვილს, უბრალოდ ამას ყველა ქალი იყენებს როგორც მანევს, ხოლო თუ მან უთხრა, რომ მე თავს გაცილებულად-გაყრილად მივიჩნევ-მაშინ უფრო სერიოზულადაა საქმე.(ივამოტ)
1. პატივი ეცი ცოლს და იქნები მდიდარი (ბავა მეცია)
2. მამაკაცი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ აწყენინოს ცოლს, რადგან ქალები უფრო ახლოს არიან ცრემლთან-ტირილთან (ბავა მეცია)
3. სიყვარული ძლიერია ადამიანის პიროვნებაზე, სიყვარულის ზეგავლენით ყველას გააკეთებინებ შეუძლებელს, ასევე სიძულვილითაც. (სანჰედრინ)
4. როდესაც ჩვენი სიყვარული ძლიერი იყო ხმლის ტარზე გვეძინა, ახლა დიდ საწოლზეც ვეღარ ვეტევით. (სანჰედრინ)
5. ადამიანმა უსმინოს თავის ცოლს ამქვეყნიურ და სამეურნეო საკითზებში (ბავა მეცია)
6. არ აჩვენოს ადამიანმა თავის რისხვა ოჯახში (გიტინ)
7. არ განრისხდები, შორს იქნები ცოდვისგან (ბრახოთ)
8. ვინც ბრაზობს ის ხშირად ჯოჯოხეთის ძალების ზემოქმედების ქვეშ ექცევა(ნედარიმ)
9. არ ყავდეს ადამიანს ბევრი მეგობარი სახლში, აქ იგულისხმება სახლში მეგობრების ხშირი ტრიალი, რადგან სახლი უნდა იყოს ადგილი-პირადული (­ივამოტ)
10. უსაქმურობას მიჰყავს სიგიჟემდე (ქთუბოთ)
11. არ შევიდეს მამაკაცი სახლში გაუფრთხილებლად, საკუთარ სახლშიც კი დააკაკუნოს გაუფრთხილებლად არ შევიდეს ( ნიდა);
12. უზრუნველყოს მამაკაცმა ოჯახი საკვებით, რომ ოჯახი სავსე იყოს (ბავა მეცია)
13. უმეტესობა ქალს არ უყვარს დედამთილი
14. ქალი არ არის ვალდებული ემსახუროს ქმრის მშობლებს (ქეთუბოთ)
15. დახარჯოს იმაზე დიდი ფული რაც შეუძლია ცოლშვილისთვის. (ხულინ)
შიძლება ბევრი მოგეჩვენათ საოცრად, ან არის პრაქტიკული ან გლობალური

პირველი ორი ციტატა ეხება ძირითადად ახალდაქორწინებულ ადამიანს, რადგან ადამიანი, როდესაც ქორწინდება, ზოგჯერ აღმოაჩენს, რომ ქალი ის არ არის რასაც ელოდა, რაც მას იდეალში ესახებოდა და ძალიან გაკვირვებულია.
ქალი განსხვავებული „ეროვნებაა“, მას არ შეიძლება ისე მიუდგე და იმ კრიტერიუმებით შეაფასო, როგოც მამაკაცი। არ უნდა ეცადო, რომ მისგან შექმნა კაცი, დაახლოვო მამაკაცურ აზრებს და ა।შ॥ წარმოიდგინეთ ორი ერი, რომელსაც რათქმა უნდა აქვს სხვადასსხვა ფასეულობა, ან მაგალითისთვის ავიღოთ ქართველი ებრაელი და ლონდონელი, რათქმა უნდა ჩვენ ერთ თორას მივდევთ და ამაში განსხვავება არ არის, თუმცა დიდი განსხვავებაა ცხოვრების სტილში, ქცევებში და მანერებში। ასევეა ქალი იმ განსხვავებით, რომ ერთ ქალაქში მცხოვრები ქალებიც კი, რომელიც ერთმანეთის მსგავსი ოჯახებიდან გამოდიან რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან। ფსიქოლოგების მიერ დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ქალებს ბავშვობიდანვე სხვა ინტერესები აქვთ। ამიტომაც რჩებიან გაკვირვებულნი ხალხი ვინც ეს არიცის, მას გონია რომ მისი ცოლი გამონაკლისია, მას არ გაუმართლა და იწყებს გაყრაზე და ათას სისულელეზე ფიქრს. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ოჯახი ინგრევა მხოლოდ იმის გამო, რომ კაცი ვერ იგებს რას წარმოადგენს მისი მეუღლე. მოვიყვანოთ პატარა მაგალითი: ქალებს მოსწონთ ლამაზი საგნები, განა იმიტომ რომ მათ მხოლოდ იზიდავთ რაიმე მატერიალური-ამქვეყნიური ან არ უფრთხილდებიან წვალებით ნაშოვნ ფულს ან არიციან რომ რაიმეში ფულის გადაყრას ურჩევნიათ შეინახონ და უფრო საჭირო რამე იყიდონ, უბრალოდ მოსწონთ და სურთ ამის ყიდვა, ზოგჯერ საქმე მთავრდება ჩხუბით ან ღმ-თმა არ ქნას გაყრით,ს ფაქტიურად რაღაც ახალი სავარძელის გამო, მას არ უნდოდა ყიდვა, ცოლს უნდოდა და ამაზე აგორდა უსიამოვნება ოჯახში და გაეყარნენ, ძნელია დაიჯერო მაგრამ ხდება. რატომ? კაცების უმრავლესობისთვის ძნელი გასაგებია რატომ უნდა დახარჯო ფული სავარძელში, შეგიძლია იყიდო იაფიანი სავარძელი და იქაც ჩვეულებრივად დაჯდე, ისინი ვერ იგებენ, რომ ლამაზი სავარძელი ალამაზებს სახლს ქალების უმრავლესობას ეს ძლიერ სიამოვნებს, ეს მათი ცხოვრების ნაწილია, ქალს არ მოსწონს როდესაც მის სახლში უგემოვნობა და არეულობაა, ქალები რომ მიილტვიან ლამაზი საგნებისკენ ეს მათ სულშიც არის კოდირებული. ეს კარგად აქვს გადმოცემული დიდ კაბალისტ რამხალს. (რაბი მოშე ხაიმ ლუცატო, -სრული ვერსიისთვის მომცერეთ პირადად :)

No comments: