გვერდები

Tuesday, July 13, 2010

ლაშონ არა-ს რამოდენიმე კანონი

ცნებები-დარღვევები
1. „არ იარო ჭორიკანად შენს ხალხში“
ეს აკრძალვა გულისხმობს „ლაშონ-არას“ და „რეხილუთს“.
„ლაშონ არა“-ტერმინი, რომელიც ნიშნავს ადამიანის დამამცირებელ ან მისდამი ზიანის მიმყენებელ მტკიცებულებას.
„რეხილუთი“-ჭორი, რომელიც გადაეცემა მსმენელს მითითებით, რომ მასზე თქვა ვიღაცამ ცუდი ან მის წინააღმდეგ გააკეთა ცუდი.
ერთიც და მეორეც აკრძალულია, თუნდაც რომ წარმოადგენდეს სიმართლეს. ჭორი გავს სავაჭრო საქონლის დამტარებელს კარდაკარ-დადის ადამიანიდან ადამიანში და გადასცემს ადამიანის დამამცირებელ ინფორმაციას-ასე ხსნის ამ ტერმინს რაში იყენებს რა სიტყვის ძირის ორ მნიშვნელობას:ვაჭრობას საქონლის დარიგებით და ჭორაობას.
2. “არ დაყარო ტყუილი ჭორი“
ეს პირდაპირ ეხება „ლაშონ-არას“, იმისდა მიუხედავად მართალია ეს თუ არა. დაყარო ნიშნავს-ხელი შეუწყო ჭორის გავრცელებას. იგულისხმება აკრძალვა წარმოსთქვა „ლაშონ-არა“ და დაუჯერო-მიიღო ის.
3. „უფრთხილდი კეთრით დაავადებას“
სიფრის კომენტარში ნათქვამია, რომ აქ კეთრით დაავადებაში იგულისხმება დაავადება, რომელიც მოქვს „ლაშონ-არას“. არ მისცე შენს თავს ბოროტსიტყვაობის უფლება, რომ არ დაზარალდე თვითონ.
4. „არ შეუქმნა ბრმას წინააღმდეგობა“
ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს და უსმენს „ლაშონ-არას“ არამარტო თვითონ ვარდება ცოდვაში, არამედ სხვასაც აიძულებს ფეხი ჩადგას ცოდვაში.
5. „იყავი ფრთხილად, რომ არ დაგავიწყდეს უზენაესი“
არ იყო პატივმოყვარე! როგორც წესი დასცინო სხვებს უღვიძებს ადამიანს საკუთარი აღმატების გრძნობას. თუმცა თუ იგი თავის ნაკლოვანებებს გააცნობიერებს, სხვებს აღარ განსჯის და არც სხვებს დასცინებს. თალმუდში ქედმაღლობა შედარებულია კერპთაყვანისცემლობას. ნათქვამია, რომ ვინც სცოდავს თავის ქედმაღლობით არ იმსახურებს „ყოლამ-აბას“.
ცოდვა იზრდება იმითაც, რომ სხვისი დამცირების ხარჯზე ადამიანი ცდილობს თვითპატივისცემის მოპოვებას. ბრძენები ამბობენ, რომ ასეთი ქცევით ადამიანი კარგავს „ყოლამ-აბას“.
6. „არ გააუწმინდუროთ ჩემიწმინდა სახელი“
უზენაესის სახელის შეურაცყოფა მოიცავს რამოდენიმე ასპექტს. როდესაც ადამიანი ჩაიდენს ცოდვას, რომლისგანაც არ იღებს არაფერ სასიკეთოს, არც სიამოვნებას-ითვლება უზენაესის წინააღმდეგ აჯანყებად და მისი სახელის შეურაცყოფად და მისი წმინდა სახელის შებღალვად. ივრითზე ეს იწოდება, როგორც „ხილულ-აშემ“.
„ხილულ-აშემ“-ის მეორე ასპექტი გამოიხატება „ლაშონ-არა“-ში. -ეს სისუსტეა რომელსაც ადამიანი გამოხატავს აღნიშნული ცოდვის გაკეთების დროს. ბოროტსიტყვაობასთან დაკავშირებით ხდება შემდეგნაირად: როდესაც ადამიანს შენიშვნას აძლევენ ლაშონ -არას გამო ის უცბათ მოძებნის ათასობით ჭკვიანურ (მისი აზრით) გამართლებას და იწყებს მობოდიშებას. ის კამათობს და ამტკიცებს, რომ ის სიტყვები რაც მან თქვა არ არის ლაშონარა ან მოცემული ადამიანი ისეთია, რომ მასზე შეიძლება ლაშონარას თქმა.

No comments: